ჩემი მუშაობის ანგარიში

 
                                    ინტელის სასწავლო კურსის ანგარიში
ტრენინგის დასახელება- პროექტებით სწავლება
ჩამტარებელი ორგანიზაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
ჩატარების ადგილი - ქუთაისი  #24  საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა - 36 საათი
ტრენერი ______ ავთო ცნობილაძე
ტრენინგი შედგება  8  მოდულისაგან:  1. პროექტის მოთხოვნების გაცნობა
                                                                       2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების                                                                    ფორმულირება, შეფასების სხვადასხვა მეთოდები
                                                                       3. ინტერნეტ-რესურსების გამოყენება                                                                                               პროექტში;
                                                                       4. მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა;
                                                                        5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
                                                                        6. დიფერენცირებული სწავლება
                                                                        7. ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
                                                                        8. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ტრენინგის მიზანი:
                               ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნა,მათი                            მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დროის განსაზღვრა.
                               ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.
                               პროექტების გამოყენება სწავლის პროცწსის გაუმჯობესებისათვის,სტანდარტის მიღწევისა და 21 =ე საუკუნის უნარ_ჩვევების განვითარებისათვის.
ამოცანები:
                                  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების    განსაზღვრა.
პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის            მასალების შესანახად.
                                  პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა.
პროექტის დაგეგმისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა.
                                  პროექტების გამოქვეყნება სხვებისათვის გასაზიარებლად.
        რეფლექსია სწავლაზე.
                                  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება,რომლის მიზანია 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.


რეზიუმე:
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ამ ტრენინგით ვისწალეთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების წერა, აგრეთვე ვივარჯიშეთ იმაზე, თუ  როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.
მოდული1  დაეთმო პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობას, 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განხილვას და შერჩევას, საპროექტო იდეების თავმოყრას და ჩამოყალიბებას.  ჩვენ ვნახეთ და დავათვალიერეთ სხვა მასწავლებლების ბლოგები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს წინაშე წამოჭრილი ამოცანის გააზრებას. მოვახდინეთ პროექტის იდეის ჩამოყალიბება და დავიწყეთ პორტფოლიოს კომპონენტების შექმნა. დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
მოდული 2    ვისწავლეთ  მიმართულების მიმცემი კითხვების და სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება, განვსაზღვრეთ ეფექტური სტრატეგიები პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის, აგრეთვე ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის და დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა.
მოდული 3    ეხებოდა მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას, საავტორო უფლებებს, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნას. გავეცანით იმ ინტერნეტ-რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს კვლევას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას და სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას. გამოვიყენეთ სხვადასხვა ვებ-საიტები პროექტების იდეების გაზიარებისათვის.
მოდული  4    ამ მოდულში განვიხილეთ პროექტის შედეგები მოსწავლეთა ტვალთახედვით და ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო  ნიმუშის შექმნა თავისი ტექნიკური მხარეებით. გავეცანით სტრატეგიებს საკლასო გარემოსთან მოსწავლეთა ადაპტირების ხელშესაწყობად, ეფექტური და შედეგიანი სწავლების პროცედურებს.
მოდული  5    ამ მოდულში საუბარი იყო მოსწავლის ნიმუშის უკუკავშირზე, გავეცანით ყველანაირი შეფასების ფორმებს და მათი მომზადების სტრატეგიებს, მოვახდინეთ პროექტის გეგმის განახლება.
მოდული  6   გავეცანით დიფერენცირებული სწავლების თავისებურებებს და მოთხოვნებს, მის ასახვას პროექტის გეგმაში და სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნის სტრატეგიებს და ტექნიკურ საშუალებებს.  ამ ასპექტში დიდ როლს თამაშობს საკლასო გარემო და თანამშრომელთა (მასწავლებელი, მოსწავლეები) განწყობა.
მოდული  7    ამ მოდულში წარმოდგენილი იყო მასწავლებელი - როგორც ფასილიტატორი, თუ როგორ უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს მასწავლებელმა მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარებისა და ამ უნარების გამოყენებისათვის საჭირო ჩვევების  გამომუშავება-განვითარებას. ამისათვის მასწავლებელმა უნდა ჩადოს პროექტში დამხმარე მასალები და ფლობდეს მათი გამოყენების სტრატეგიებს.
მოდული   8   ამ მოდულში მოვახდინეთ  ჩვენი პროექტების მომზადება წარსადგენად  და გავაკეთეთ მათი პრეზენტაციები. პრეზენტაციებს ახლდა რეკომენდაციები, ბოლოს მოვახდინეთ  ტრენინგის
შეფასება: კურსის მსვლელობა აგებული იყო აქტიური სწავლების მრავალფეროვან ფორმებზე: აქტიური ლექცია, სიმულაცია, როლური თამაში, დემონსტრირება, დამოუკიდებელი  ვარჯიში, აგრეთვე ვიყენებდით მუშაობის სხვადასხვა ფორმებს - ინდივიდუალური, ჯგუფური და წყვილური.  ყოველი სატრენინგო დღის შემდეგ  ვაკეთებდით  დღის რეფლექსიას, რაც ხელს უწყობდა მუშაობის პროცესის და შედეგის თვალსაჩინოდ გახდას.
შედეგები:  ტრენინგის შემდეგ უკვე შემიძლია პირადი ბლოგის, აგრეთვე პერსონალური სასწავლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს  პროექტის გეგმას, მოსწავლის ნიმუშს, სასწავლო პროექტის გზამკვლევებს, შეფასების პრეზენტაციებს, დამხმარე მასალებს. აღსანისნავია ისიც, რომ კარგი გამოცდილება მივიღე ამ ყველარის შესრულების ტექნიკური თვალსაზრისითაც, რომელიც მართლაც საჭიროა ნებისმიერი მასწავლებლისათვის, ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დავეხმარები მათ.


რატომ იყო ეს ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი?
21 -ე საუკუნის ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელით ურთიერთობა ყველაზე კომფორტულია, ამიტომ Google Drive-ში სხვადასხვა ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმების გაცნობა და Google-ს ჯგუფის შექმნამ მასწავლა ,რომ მოსწავლეებს ინტერნეტ სივრცის ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივდებათ, და შეიქმნება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო,სადაც მათ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ,სწავლის პროცესის მართვა და პროგრესის შეფასებაში  მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები კარგი საშუალებაა სწავლის მართვაში.
   მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შესაძლებლობებით, ინტერესებით,სწავლის სტილით,პიროვნული თვისებებით. ამ ტრენინგის მერე უკეთ გავაცნობიერე , თუ მუდმივად ვიმუშავებ ამ განსხვავების გამოვლენაზე ,გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს და  ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
    Intel-ის სალექციო კურსში მოცემული ყველა დამხმარე რესურსი მაძლევს საშუალებას ,რომ ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს უფრო დახვეწილი ,გამართული  და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული.
   მიუხედავად იმისა ,რომ ეს ტრენინგი დიდ შრომას , ენერგიას და დროს მოითხოვდა  საინტერესო, შინაარსიანი და საქმიანი იყო.


ინტელის ტრენინგის მე-8 დღის რეფლექსია.
   მოცემულ მოდულში გავეცანით,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები ქულების მინიჭების  სქემები,შინაარსის ათვისების ჩეკლისტები 21 -ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნოუნარების განვითარებისთვის პროექტზე მუშაობის დროს.
ინტელის საგანმანათლებლო სახემძღვანელოდან გამოვიყენეთ შეფასების ფორმები და შევიმუშავეთ შეფასების გეგმები თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.
დავათვალიერედ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა კომპონენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.


 მე-7 -ე დღე
.
ინტელი -ს ტრენინგის ყოველი დღე დატვირთულია.დღევანდელი დღეს ვისწავლეთ ბმულის გაკეთება,ბლოგზე ჩაშენება,დოკუმენტების ატვირთვა,ვიდეოს ჩაშენება ბლოგზე,ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო ტრენინგია,მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა ამ ტრენინგის გავლის. მადლობა ტრენერს..

მე-5 ე დღის რეფლექსია.
დრევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო .განვიხილეთ მე-3 ე მოდული.თემა კავშირები.
გავიგეთ სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.განვიხილეთ თუ რა არის საავტორო უფლებები.გავეცანით მასალების გამოყენების განმსაზღვრელ 4 ფაქტორს
შემდეგ განვიხილეტ blogger- Drive- Google calendar- .ის ფუნქციები და ასევე ვისწავლეტ კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება.



   მე-4 ე დღის რეფლექსია.
დღევანდელი დღე დაიწყო დავალებების შემოწმებით.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც დაგვჭირდება პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,მსვლელობის და დასრულებისას.



           მე-3 დღის რეფლექსია.
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო.დღეს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.გამოვავლინეთ სტანდარტები და შედეგები რომელთა მიღწევაც გვსურს და მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები.გამოვკვეთეტ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.    



                       ინტელის ტრენინგის მეორე დღის ანგარიში.
    ტრენინგის პირველი დღის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო და გვაჩვენა  Intel-ის  პროგრამის შესაძლებლობების ამსახველი სამოტივაციო ვიდეო . ტრენერმა ისაუბრა  ამ პროგრამის შექმნის მიზეზებზე , ამოცანებზე და გაგვიზიარა Intel-ის  ინტერნეტ მისამართი  http://tpdc.ge/essentials/  . ტრენერმა აგვიხსნა   Intel-ის  პროგრამის  სტრუქტურა და  გვთხოვა გავცნობოდით  პირველი მოდულის შინაარს .  ყურადღება გავამახვილეთ   მასწავლებლის ელექტრონული პორტფოლიოს შემადგენელ  კომპონენტებზე. თეორიული მასალის გაანალიზების შემდეგ    ინდივიდუალურად  შევქმენით ელექტრონული პორთფოლიო , რომელშიც განვათავსეთ 7 ფოლდერი , სხვადასხვა სახის დოკუმენტაციისთვის.    ჩვენ განვიხილეთ Intel-ის პროგრამის დოკუმენტი ,რომელშიც მოცემულია 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.
  ტრენერმა გვთხოვა გავცნობოდით Intel-ის  პროგრამაში განთავსებული პროექტების ნიმუშებს და მოგვეფიქრებინა იდეა ჩვენი მომავალი პროექტისთვის
ტრენინგის დასასრულს შევქმენით ახალი  ბლოგები , სადაც ავღწერდით ტრენინგის მსვლელობას და განვათავსებდით ჩვენ მიერ შექმნილ ელექტონულ რესურსებს .   

ტრენინგის მეორე დღეს ტრენერმა გვთხოვა გაგვეკეთებინა ახლადშესწავლილი მასალის რეფლექსია.
   დავათვალიერეთ   სხვადასხვა სახის ბუკლეტები და გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის მისაღები ვარიანტი . ტრენიგის მეორე დღის დასასრულს ვიმუშავედ ჩვენ ბოლგებზე

Комментариев нет:

Отправить комментарий